1. ცომი: 250 გრ მარგარინი ამოიყვანეთ 1 ჭიქა შაქართან, უყავით 150 გრ სამარხვო მაიონეზი, 1/2 ჩკ სოდა, 1/4 ჩკ მარილი, ვანილი და ფქვილი რასაც შეიზელს, რომ მივიღოთ სქელი, მაგრამ ფაფუკი ცომი. 2. გულსართი: 1 კგ ჟოლო მიქსერით ათქვიფეთ 0,5 ჭიქა შაქართან, სულ რამოდენიმე წამი, ჟოლო ფაფად არ უნდა აქციოთ. დაამატეთ 1 სკ სახამებელი.3. მომზადება: ცხიმწასმულ ფორმაში გააბრტყელეთ ცომი, კარგად ამოაკარით კიდეებს (შეგიძლიათ გამოიყენოთ ტარტალეტკის პატარა ფორმებიც). გამოაცხვეთ 200 გრადუსზე. რომ გამოშრება, გამოიღეთ და ზემოდან მოასხით მომზადებული ჟოლოს მასა. კვლავ შედგით ღუმელში და დატოვეთ 5-7 წუთი.4. ცხობას რომ მორჩებით, მოაწყვეთ ცოცხალი ჟოლო და მოაყარეთ შაქრის პუდრი.გემრიელად მიირთვით !