შვედური ფუნთუშები
შვედური ფუნთუშები
დრო 2წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
გემო, რომლისთვისაც  გარჯა  არ  უნდა  დაგეზაროთ.

ინგრედიენტები

  • თბილი რძე - 250 მლ
  • საფუარი - 1 სკ
  • კარაქი - 60 გრ
  • შაქარი - 80 გრ
  • მარილი - 1/4 ჩკ
  • ვანილი
  • ფქვილი - 350-420 გრ
გულსართი
  • შაქარი - 50 გრ
  • კარდამონი - 1 ჩკ
  • თხილი, ნიგოზი, ნუში, კეშიუ და სხვ - 100 გრ
  • გარგრის ჩირი - 100 გრ
  • გამდნარი კარაქი - 60 გრ
თავზე მოსასმელად
  • კვერცხის გული+რძე გადასასმელად
მომზადების წესები
1.  თბილ რძეში ჩაყარეთ საფუარი. გამდნარ კარაქში ჩაყარეთ შაქარი და დაუმატეთ საფუარიან მასას. კარგად მოურიეთ, რათა შაქარი ბოლომდე გაიხსნას. უყავით მარილი და დაახლოებით 350 გრ ფქვილით მოზილეთ ცომი, თუ თხელი გამოგივათ დაამატეთ 1 სკ ფქვილი და დაამუშავეთ 10-15 წუთი, სანამ პრიალა არ გახდება.

2. ზეთიანი ხელებით მოამრგვალეთ ცომი, ჩადეთ ჯამში, დააფარეთ ცელოფანი და დაელოდეთ აფუებას 1 საათი.

3. გულსართი: შაქარს შეურიეთ კარდამონი, წვრილად დაჭრილი თხილი და დაქუცმაცებული გარგარის ჩირი.  

4. მომზადება: ცომი გადმოიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე. ზედაპირზე წაუსვით კარაქი და თანაბრად გადაანაწილეთ გულსართი. გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 15-18 ნაჭრად.

5. ნაჭრები მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ სინზე, გადააფარეთ ტილო და დაელოდეთ 1 საათი.  რომ  აფუვდება,  თავზე  მოუსვით  1 კვერცხში  ათქვეფილი  1  სკ  რძე  და
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.

6. გააგრილეთ  და  მოასხით თაფლი.

ტეგები:
ცომი ფუნთუშა დესერტი ნანახია: 5253