ქათამი "ბაჟეში"
დრო 1წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ყველაზე გემრიელი ქართული კერძის ყველაზე გემრიელი რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • ქათამი - 1 ცალი
  • ნიგოზი - 400 გრ
  • უცხო სუნელი - 1 ჩკ
  • ყვითელი ყვავილი - 1/4 ჩკ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • წყალი - იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გნებავთ
მომზადების წესები
1.  გასუფთავებულ ქათამს  წაუსვით  მარილი,  მოათავსეთ  საცხობ  სინზე  და  შეწვით  ღუმელში, ისე  რომ  კანი  ლამაზად  დაებრაწოს.

2.  ნიგოზი  მოათავსეთ  ბლენდერში, ჩაამატეთ  უცხო  სუნელი, ყვითელი  ყვავილი,  მარილი, წვრილად  დაფქვილი  წითელი  წიწაკა, ნიორი,  დაასხით  წყალი  და  ათქვიფეთ,  სანამ  სქელ,  ერთგვაროვან  მასას  არ  მიიღებთ.

3.  დაჭერით  შემწვარი  ქათამი,  ჩაალაგეთ  ჭურჭელში  და  ზემოდან  მოასხით  მომზადებული  ნიგვზის  სოუსი.

4.  თავზე  მოასხით  ნიგვზის  ზეთი.  თუ  არ  გაქვთ,  ცხელ  ტაფაზე  დაასხით  ცოტა  ზეთი,  მოაყარეთ  წითელი  წიწაკა, ყვითელი  ყვავილი და  წამოადუღეთ,  გადაწურეთ  და  ასეთი  წესით  მომზადებული  ზეთი  მოასხით,  რადგან  ვიზუალურად  ძალიან  უხდება  ამ  კერძს.
ტეგები:
ქათამი ბაჟე სადილი ნანახია: 133216