კიტრის მწნილი გლეხურად
კიტრის მწნილი გლეხურად
დრო 2წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

სწრაფად  მოსამზადებელი, " ხრამუნა"  კიტრის  მწნილის  რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • შავი წიწაკის მარცვლები - 1 სკ
  • პირშუშხა - 30 ფოთოლი
  • ნიორი - 1 თავი
  • აყვავებული კამა - 7-10 ძირი
  • კიტრი - 5 კგ
  • მწარე წითელი წიწაკა - 4-5 ცალი
  • მარილი - 6 სკ
  • მდუღარე წყალი - 3 ლ
მომზადების წესები

1. გარეცხეთ კიტრი და დატოვეთ ცივ წყალში 2 საათი.

2. მსხვილად დაჭერით მწვანილი, გაარჩიეთ ნიორი, დატეხეთ პირშუშხას ფოთლები და  ეს  ყველაფერი  ემალირებული ჭურჭლის ძირზე ჩააფინეთ, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და მთელ-მთელი წითელი წიწაკა. ჩააწყვეთ კიტრი და გაიმეორეთ ასე სანამ ინგრედიენტები არ გათავდება. ბოლო ფენა კიტრს მოაწყვეთ,  მხოლოდ,  პირშუშხას ფოთლები.

3. დაასხით 3 ლიტრა ცხელი წყალი, დაადეთ  სიმძიმე და დატოვეთ 2-3 დღე.

ტეგები:
კიტრი მწნილი ნანახია: 60845