არაჟანი, შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ და გამოყენებამდე მაცივარში შევინახოთ. ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი მიქსერით. დავუმატოთ ცხიმი. შემდეგ შევათქვიფოთ ფქვილი, კაკაო და სოდა. ბოლოს დავუმატოთ მდუღარე წყალი და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული ცომი გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30-35 წუთი.გაცივების შემდეგ ბისკვიტი სამ ნაწილად გავჭრათ. წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ხილის ნაჭრები, კვლავ ცოტაოდენი კრემი და შემდეგ დავადოთ მეორე ფირფიტა. გავიმეოროთ იგივე პროცედურა. მესამე ფირფიტას წავუსვათ კრემი და ქაოსურად მოვასხათ გამდნარი შოკოლადი. შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათი.ჟურნალი "გემრიელი" (გამოდის თვის დასაწყისში).