კვერცხები და შაქარი მიქსერით კარგად ავთქვიფოთ: მოცულობაში უნდა გასამმაგდეს, გათეთრდეს და მსუბუქი მუსივით გახდეს. დავუმატოთ სოდა, მარილი და დავაცრათ ფქვილი კაკაოსთან ერთად. მიქსერის გარეშე ავურიოთ და დავასხათ ქაღალდდაფენილ ფორმაში (ზომა 34×24-ზე). ცხვება 180 გრადუსზე დაახლოებით 5 წუთი.გამომცხვარი ბისკვიტი გადავიღოთ სუფთა პირსახოცზე, ავაძროთ ქაღალდი და ამ ქაღალდის დახმარებით რულეტივით გადავახვიოთ. ასე გავაცივოთ ქაღალდიანად.შევურიოთ ერთმანეთს ნაღები და კრემ-ყველი, დავუმატოთ შაქარი გემოვნებით (1-2 ს.კ.), ავთქვიფოთ სანამ გასქელდება კრემის კონსისტენციამდე. მარწყვი დავჭრათ. რულეტი გავშალოთ, გადავუსვათ კრემი, დავალაგოთ მარწყვი და გადავახვიოთ. გავაჩეროთ მაცივარში რამდენიმე საათი, უმჯობესია ცელოფანი გადავაფაროთ, რომ რბილი დარჩეს. სერვირებამდე ცოტა ხნით ადრე, შოკოლადს დავასხათ ცხელი ან მდუღარე წყალი და გავადნოთ ხშირი მორევით. მიღებული პრიალა, ერთგავროვანი მასა მოვასხათ რულეტს და გავაფორმოთ მარწყვით.ჟურნალი "გემრიელია".