კრემი, რომელსაც კარაქის დამატება არ სჭირდება - იდეალურია დესერტებისთვის
კრემი, რომელსაც კარაქის დამატება არ სჭირდება - იდეალურია დესერტებისთვის
დრო 20წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

უგემრიელესი კრემი,  მათთვის ვინც ზედმეტი ცხიმის მიღებას ერიდება.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • რძე - 2 ჭიქა
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • ფქვილი - 1/2 ჭიქა
მომზადების წესები

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ ფქვილი და ვანილი. ჩაასხით კარგად გაცხელებული რძე და ჩქარ-ჩქარა ურიეთ. შემოდგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, თან მორევა არ შეწყვიტოთ. კრემი უნდა გახდეს სქელი არაჟნის კონზისტენციის. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და მიქსერით ამოიყვანეთ. ძალიან უხდება ლიმონის წვენი, თუ გსურთ, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ კაკაო ან ხსნადი ყავა.
 

ტეგები:
კვერცხი კრემი რძე ნანახია: 93173