ქადა
ქადა
დრო 120წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 2 ჭ
  • მშრალი საფუარი - 2 ს.კ
  • შაქარი - 5 ს.კ
  • ზეთი - 1/2 ჭ
  • ფქვილი - 800 გ
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • გულსართისთვის
  • ერბო - 300 გ
  • ფქვილი - 1-2 ჭ
  • მარილი
  • ვანილი
  • შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები
თბილ წყალში გავხსნათ მარილი, საფუარი და შაქარი.

როცა ამოფუვდება, დავაყაროთ ფქვილი და შევაზილოთ ზეთი. მოვამზადოთ ნაზი ცომი, ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად.

დამდნარ ერბოში თანდათან ჩავაყაროთ ფქვილი, სანამ არ მივიღებთ ცხიმიან, ფხვიერ მასას.

გულსართი გადმოვიღოთ თასში, დავაყაროთ ვანილი, მარილი და შაქარი, მოვათავსოთ ცომის გუნდებში, წავუსვათ ზემოდან ერბო, მოვაყაროთ ქადის გული და გამოვაცხოთ ღუმელში.
ტეგები:
ცომეული ერბო ფქვილი ნანახია: 144006