ნამდვილი იტალიური პასტა
ნამდვილი იტალიური პასტა
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
იტალიელი  შეფ-მზარეულის რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • მაკარონი - 500 გრ
  • პომიდორი - 400 გრ
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 4 სკ
  • კარაქი - 50 გრ
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
  • ბოსტნეულის ან ქათმის ნახარში - 200 მლ
მომზადების წესები
1. მოხარშეთ მაკარონი, ისე როგორც ინსტრუქციაში აქვს მითითებული.

2.წვრილად დაჭერით ნიორი და ხახვი, მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. ჩაამატეთ კუბიკებად დაჭრილი, კანგაცლილი პომიდორი, მარილი, შავი წიწაკა, დაასხით ნებისმიერი სახის ნახარში და დატოვეთ ცეცხლზე 15 წუთი. დასრულებამდე 3-4 წუთით ადრე უყავით წვრილად დაჭრილი მწვანილი და კარაქი.

3. გაანაწილეთ მაკარონი ცალკე თეფშებზე, თავზე მოასხით მომზადებული სოუსი. მორთეთ ბაზილიკის ფოთლებით და პომიდორი ჩერის ნაჭრებით.

გემრიელად  მიირთვით !
ტეგები:
პასტა მაკარონი პომიდორი ნანახია: 21811