მომზადება:წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი, ოხრახუში, პამიდორი (წვენიანად) და შევურიოთ ფარშს. დავუმატეთ მარილი და პილპილი.აფუებული ცომი დავყოთ საშუალო გუნდებად და ვაცალოთ ხელახლა ამოფუება. გავაბრტყელოთ ძალიან თხლად, ზემოდან გადავუსვათ 1-2 ს.კ. ფარში და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში რამდენიმე წუთი. მზა ლაჰმაჯუნებს მოვასხათ ლიმონის წვენი, დავუმატოთ ცოცხალი ბოსტნეულის სალათა (სალათი, კიტრი, პამიდორი, ხახვი, ყველი), გადავახვიოთ და მივირთვათ.ჟურნალი "გემრიელია". (გამოდის თვეში ერთხელ)