ბერძნული სალათა
ბერძნული სალათა
დრო 10წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
მსუბუქი  და  დახვეწილი  სალათა  ცხელი  ზაფხულისთვის.

ინგრედიენტები

  • კიტრი - 1 ცალი
  • პომიდორი - 2 ცალი
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ზეთის ხილი - 100 გრ
  • სალათის ფოთოლი - სურვილისამებრ
  • ყველი ფეტა ან ბრინზა - 200 გრ
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • დაჭყლეტილი ნიორი - 1-2 კბილი
  • ლიმონის წვენი - 1 სკ
  • ზეითუნის ზეთი - 3 სკ
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ხახვი  და  კიტრი  დავჭრათ  რგოლებად, ბულგარული  წიწაკა,  პომიდორი  და  ყველი  კი  პატარა  კუბიკებად.
ხელით  დავანაწილოთ  სალათის  ფოთლები.  ყველაფერი  ერთად  ჩავყაროთ  სასალათეში  და ჩავამატოთ  უკუკრკო  ზეთის  ხილის  კეკლები.

ზეითუნის  ზეთში  შევურიოთ  ლიმონის  წვენი  და  დაჭყლეტილი  ნიორი.  მოვასხათ  დაჭრილ  ბოსტნეულს  ზემოდან  და  მოვაყაროთ  მარილი.

გემრიელად  მიირთვით !
ტეგები:
ბოსტნეული სალათა ზეითუნი ნანახია: 14563