მომზადება:საფუარი, 0,5 ჭიქა ფქვილი, მარილი და შაქარი ავურიოთ, დავასხათ თბილი რძე და მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა. დავდგათ, რომ აფუვდეს. დაახლოებით 15 წუთში ცომის ხაში მზად იქნება. შევათქვიფოთ დამდნარი კარაქი და კვერცხი. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად. დარბილებული კარაქი სამად გავყოთ. გაფუებული ცომი გავაბრტყელოთ, წავუსვათ კარაქის ერთი ნაწილი და გადავახვიოთ რულეტივით. ეს პროცედურა სამჯერ გავიმეოროთ, ბოლოს კი გავახვიოთ ცელოფანში და 2 საათით მაცივარში შევდგათ.დაჭრილ ტარხუნას ავურიოთ გახეხილი ყველი, დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი და მოხარშული კვერცხი. ცომი ორად გავყოთ. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ გულსართი და გადავაფინოთ მეორე ფენა, ბოლოს წავუსვათ კვერცხის გული, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და 200-220 გრადუსზე გამოვაცხოთ.ჟურნალი "გემრიელია" (გამოდის თვეში ერთხელ).