ხორცით ფარშირებული კიტრი
ხორცით ფარშირებული კიტრი
დრო 1წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
წარმოუდგენლად  გემრიელი  კერძი  დაუვიწყარი  გემოთი.

ინგრედიენტები

  • კიტრი - 2 ცალი
  • საქონლის ხორცი - 150 გრ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • ხახვი - 0,5 თავი
  • კამა - 1 ჩკ
  • ყველი - 1 სკ
  • კვერცხი - 1 ცალი
მომზადების წესები
1.  მოხარშეთ  ხორცი  და  შეინახეთ  ნახარში.

2.  კიტრი  გარეცხეთ,  ამოაცალეთ  გული  და  ჩაყარეთ  მდუღარე, მარილიან  წყალში,  ადუღეთ 5  წუთი.  ამოალაგეთ  თუშფალანგზე.

3.  მოხარშული  ხორცი დაჭერით  და  მოხრაკეთ  ხახვთან  ერთად,  გაატარეთ  ხორცსაკეპში,  შეურიეთ  წვრილად  დაჭრილი  მწვანილი  და  კვერცხი. უყავით  მარილი  და  წიწაკა  გემოვნებით.

4.  ამოავსეთ  კიტრები  მომზადებული  ფარშით,  თავზე  მოაყარეთ  დახეხილი  ყველი,  შეაზილეთ  გარედან  ზეთი  და  შეწვით  ღუმელში.

5.  მაგიდასთან  მიტანამდე  მოასხით  ცხელი  ხორცის  ნახარში  და  არაჟანი.
ტეგები:
წვნიანი ფარში კიტრი ნანახია: 9875