1. გარეცხილი ეკალა ჩაყარეთ ადუღებულ, მარილიან წყალში და მოხარშეთ. გადმოიღეთ თუშფალანგზე, დააცადეთ გაგრილება და შემდეგ ხელით კარგად დაწურეთ. 2. დაწურულ ფხალს შეურიეთ გატარებული ნიგოზი, დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი პრასი, ქინძი და ცერეცო. 3. უყავით მარილი და მსხვილად დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით, მოასხით ძმარი და ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად შეურიეთ ერთმანეთს.