ეკალა - გურულების მხალი
ეკალა - გურულების მხალი
დრო 30წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

მოამზადეთ  ეს  უგემრიელესი  მხალი  ზუსტად  ისე,  როგორც  გურიაში.

ინგრედიენტები

  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • ძმარი - გემოვნებით
  • პრასი - 5 ძირი
  • ცერეცო - 1კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • გატარებული ნიგოზი - 200 გრ
  • ეკალა - 1 კგ
  • დაჭყლეტილი ნიორი - 4-5 კბილი
მომზადების წესები

1.  გარეცხილი  ეკალა  ჩაყარეთ  ადუღებულ,  მარილიან  წყალში  და  მოხარშეთ.
გადმოიღეთ  თუშფალანგზე,  დააცადეთ  გაგრილება  და  შემდეგ  ხელით  კარგად  დაწურეთ.

2.  დაწურულ  ფხალს  შეურიეთ   გატარებული  ნიგოზი,  დაჭყლეტილი  ნიორი  და  წვრილად  დაჭრილი  პრასი,  ქინძი  და  ცერეცო.

3.  უყავით  მარილი  და  მსხვილად  დაფქვილი  წითელი  წიწაკა  გემოვნებით, მოასხით  ძმარი  და  ყველაფერი  კიდევ  ერთხელ  კარგად  შეურიეთ  ერთმანეთს.

ტეგები:
ფხალი ბოსტნეული ნიგოზი გურია ნანახია: 20904