სტაფილოსა და კარტოფილის ცხარე სალათა
სტაფილოსა და კარტოფილის ცხარე სალათა
დრო 20წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სტაფილო, მოხარშული - 600 გ
  • კარტოფილი, მოხარშული - 300 გ
  • მაიონეზი - 150 გ
  • არაჟანი - 6 ს.კ
  • კამა - 1 კონა
  • წითელი ხახვი - 1
  • დანაყილი მწვანე წიწაკა და ნიორი - 1ჩ.კ
  • მარილი
მომზადების წესები
კარტოფილი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.

კამა და ხახვი დავჭრათ წვრილად. მაიონეზში ავურიოთ 3 ს.კ. არაჟანი, ნიორი და წიწაკა, გავუწყოთ მარილი და შევურიოთ გახეხილ ბოსტნეულს.

სალათა მოვრთოთ კამის ფოთლებითა და არაჟნით.