დრო
15წთ
ულუფა
1
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
თუკი გიყვართ ბეილისი, მაგრამ ფასი მიუღებელია თქვენთვის, წაიკითხეთ რეცეპტი და მოამზადეთ თქვენი საყვარელი სასმელი მარტივად.
ინგრედიენტები
- შესქელებული რძე - 200 გრ
- შაქარი - 100 გრ
- კვერცხის გული - 1 ცალი
- ხსნადი ყავა - 1 სკ
- ვანილი - 0,5 შეკვრა
- არაყი - 350 მლ
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს 200 გრ შესქელებული რძე, 100 გრ შაქარი, 1 კვერცხის გული, ვანილი და 1 სკ უნალექო ყავა. მასა ერთგვაროვანი როცა გახდება ნელ-ნელა ჩაამატეთ 350 მლ არაყი, არ შეწყვიტოთ მორევა.
აუცილებელია, ლიქიორი 3 საათი მაინც გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე და მხოლოდ შემდეგ მიირთვათ ან შეინახოთ მაცივარში.