ყვავილოვანი კომბოსტოს მსუბუქი წვნიანი
ყვავილოვანი კომბოსტოს მსუბუქი წვნიანი
დრო 30წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი  წვნიანი.

ინგრედიენტები

  • ბოსტნეულის ან ქათმის ნახარში
  • ზეთი - 2 სკ
  • ტკბილი მწვანე წიწაკა - 2 თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • სტაფილო - 1 თავი
  • ხახვი - 1 თავი
  • ყვავილოვანი კომბოსტო - 250 გრ
  • ლიმონის წვენი
  • მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
მომზადება:
ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილედებად და ჩავყაროთ მდუღარე ბულიონში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და წიწაკა.
როცა მოიხარშება, დავუმატოთ ნიორი და ზეთში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და წიწაკა.
მასა მსუბუქად ავთქვიფოთ ბლენდერით და სურვილისამებრ გავათხელოთ წყლით ან ბულიონით სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.
წვნიანი ერთხელ წამოვადუღოთ და სუფრაზე ლიმონის წვენთან ერთად მივიტანოთ

ჟურნალი  "გემრიელია".
ტეგები:
წვნიანი ბოსტნეული ნანახია: 14312