დაფხვნილ შოკოლადის "პეჩენიებს" შეურიეთ დამდნარი კარაქი. მოაფინეთ ლამაზი, ღრმა ჭურჭლის ძირზე და კარგად დატკეპნეთ. ზემოდან დაადეთ ნაყინის სქელი ფენა, ამ ფენას შეგიძლიათ მოასხათ მოხარშული შესქელებული რძე ან ცივი მინანქარი. ბოლოს კვლავ ნაყინის ფენას აკეთებთ და მორთავთ " პეჩენიების" ნაფხვენებით და მოაწუწავთ მინანქარს.მინანქარი: 1,5 ჭიქა შაქარს შეურიეთ 3 სკ კაკაო, 100 გრ კარაქი, 1 სკ პურისფქვილი, 5 სკ რძე, დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და აადუღეთ, ისე რომ მორევა არ შეწყვიტოთ. შედგით საყინულეში 2 საათი.გემრიელად მიირთვით!