შემწვარი ქარჩხანა
შემწვარი ქარჩხანა
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მდინარის თევზი - 1 (500 გ დაახლოებით)
  • ფქვილი - 1 ს.კ
  • მარილი - 1 ჩ,კ
  • ზეთი შესაწვავად
  • საწებლისთვის
  • კიტრის მწნილი - 1-2 ცალი
  • შავი პილპილი - 1 ჩ.კ
  • ლიმონის წვენი - 1/2 ჭ
  • წყალი - 1/2 ჭ
  • კამა - 1 კონა
  • მარილი
მომზადების წესები
თევზი გავრეცხოთ და გავასუფთავოთ. ფქვილი და მარილი ავურიოთ და მასში ამოვავლოთ თევზი, შემდეგ კი კარგად გაცხელებულ ზეთში მაღალ ტემპერატურაზე შევწვათ.
კამა, მარილთან ერთად დავნაყოთ, დავასხათ ერთმანეთში არეული ლიმონის წვენი და წყალი, შევურიოთ წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი, შავი პილპილი და მოვასხათ შემწვარ თევზს.

რჩევა

საწებელი შეგვიძლია მოვამზადოთ სხვანაირადაც - შავი პილპილის ნაცვლად გამოვიყენოთ წითელი წიწაკა, ხოლო კამა ქინძით შევცვალოთ.