1. ამოაცალეთ ალუბალს კურკა და ამოავლეთ ცოტა ფქვილში. 2. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, ჩაამატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი სოდით, ვანილი, მარილი, ფქვილი და მოზილეთ არაჟნის სისქის ცომი. 3. ჩაასხით საშუალო ზომის ფორმაში, თავზე მოაყარეთ გამზადებული ალუბალი, თან ფქვილიანი ხელით ოდნავ ჩაფალით ცომში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი. გემრიელად მიირთვით!