1. დავადნოთ კარაქი ცეცხლზე, შევათქვიფოთ კვერცხი, ჩავამატოთ თბილ წყალში გახსნილი საფუარი, მარილი, ვანილი, ფქვილი. მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ 2 საათი 2. გულსართი: ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ, მოვაცალოთ კანი, დავჭრათ ძალიან წვრილად და შევურიოთ შაქარი, კარდამონი და დარიჩინი. 3. მომზადება: გავყოთ ცომი 2 ნაწილად. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ 2 მმ სისქეზე, მეორე კი 3 მმ-ზე. წავუსვათ საცხობ სინს კარაქი, მოვაფინოთ უფრო სქელი ცომის ნაჭერი და ზემოდან გავანაწილოთ მომზადებული გულსართი. დავაფაროთ მეორე ცომის ნაჭერი. გავაჩეროთ 10 წუთი. წავუსვათ რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და ჩავჭრათ ზედაპირი რომბებად. 4. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20-25 წუთი. 5. გამომცხვარ ფახლავას ცხლად მოვასხათ თაფლი, ისე რომ ნაჭრებშიც შეაღწიოს. გემრიელად მიირთვით!