ახალი კომბოსტოს სალათა
ახალი კომბოსტოს სალათა
დრო 5წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი  და  ვიტამინებით  სავსე  სალათა.

ინგრედიენტები

  • ახალი კომბოსტო - 200 გრ
  • კიტრი - 3 ცალი
  • პომიდორი - 3 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • კამა - 5-6 ღერი
  • ზეითუნის ზეთი - 2-3 სკ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ახალი  კომბოსტოს  ფოთლები  დატეხეთ  მოზრდილ  ნაჭრებად, ჩაყარეთ  სასალათეში.  დაუმატეთ  რგოლებად  დაჭრილი  კიტრი,  პომიდორი,  წვრილად  დაჭრილი  მწვანე  ხახვი  და  კამა,  ზეითუნის  ზეთი,  მარილი,  მსხვილად  დაფქვილი  წითელი  წიწაკა. აურიეთ  ყველაფერი  ერთმანეთს  კარგად  და  გემრიელად  მიირთვით.