1. მოხარშეთ ხორცი, გაატარეთ ხოცსაკეპში ხახვთან ერთად. უყავით მარილი, შავი წიწაკა, უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი. (შეგიძლიათ შეაზავოთ ცოცხალი მწვანილებითაც) 2. გათალეთ მოზრდილი კარტოფილები, ფრთხილად ამოუღეთ გული და მოხარშეთ მარილიან წყალში.(კარტოფილი არ უნდა იყოს ბოლომდე მოხარშული, რათა გულსართის ჩადებისას არ დაგეშალოთ.) 3. გაგრილებული კარტოფილები ამოავსეთ მომზადებული ფარშით და შეწვით ტაფაზე, ზეთში ორივე მხრიდან ან 200 გრადუსზე გახურებლ აერღუმელში. 4. შემწვარს თავზე დაადეთ არაჟანი და მოაყარეთ დაჭრილი კამა. გერიელად მიითვით!