1. დავჭრათ ქათამი ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, შავი წიწაკა, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, დავასხათ კეფირი, ისე რომ ქათამი დაიფაროს და გავაჩეროთ 2 საათი.2. გადავიტანოთ ქათამი კეფირთან ერთად ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ქათმის ნაჭრები არ მოიბრაწება.3. ღუმელიდან რომ გამოიღებთ, მოაყარეთ დაჭრილი კამა.გემრიელად მიირთვით!