ნამცხვარი ზებრა - ძველებური რეცეპტი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ასე  მზადდება  ზებრასავით  ზოლიანი   "ზებრა".

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • არაჟანი - 500 გრ
  • კარაქი - 200 გრ
  • ფქვილი - 2-2,5 ჭიქა
  • მარილი - 1/4 ჩკ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • კაკაო - 2 სკ
მომზადების წესები
1. კვერცხი  და  შაქარი  ავთქვიფოთ   გათეთრებამდე,  ჩავამატოთ   არაჟანი  1 ჩკ  სოდით,  შემეგ  გამდნარი  კარაქი,  ვანილი, მარილი   და  ფქვილი.  უნდა  მივიღოთ  თხევადი  ცომი.

2.  ცომი  გავყოთ  2  ნაწილად.   ერთ  ნაწილს  შევურიოთ  კაკაო.   

3.  თანმიმდევრულად,  ცხიმწასმულ  ფორმაში,  სუფრის  კოვზით  ჩავასხათ  ჯერ  თეთრი  და  შემდეგ  კაკაოანი  ცომი.  გამოვაცხოთ   200  გრადუსზე.
ტეგები:
ნამცხვარი არაჟანი ზებრა ნანახია: 87606