ჩაასხით 1 ლ რძე ქვაბში, ჩაახალეთ 8 კვერცხი, ჩაასხით კეფირი ან არაჟანი, უყავით მარილი, შაქარი და ყველფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. შემოდგით ქვაბი ორთქლის აბაზანაზე და გააჩერეთ 40 წუთი. ამ დროის მანძილზე მასა აიჭრება და გადმოდგით. გადაიტანეთ მარლაში ან წვრილ საწურში. კარგად რომ გაიწურება, შეინახეთ მაცივარში მოხმარებამდე მინიმუმ 3 საათით.მომზადებისას შეგიძლიათ ჩაამატოთ სპეციები, თქვენი საყვარელი გემოს მიხედვით.