ფუნთუშები ჟოლოს გულსართით
ფუნთუშები ჟოლოს გულსართით
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ყველაზე  ფუნთუშა  ფუნთუშები  დაუვიწყარი  არომატით.

ინგრედიენტები

  • თბილი რძე - 1 ჭიქა
  • საფუარი - 1 სკ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კარაქი - 60 გრ
  • ფქვილი - 500 გრ
  • შაქარი - 2 სკ
  • მარილი - 1/4 ჩკ
გულსართი
  • ჟოლო - 500 გრ
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა - 2 სკ
მომზადების წესები
1.  ცომი:

1/2  ჭიქა  თბილ რძეს  შევურიოთ  1 სკ  საფუარი  და  250  გრ  ფქვილი,  დავდგათ   თბილ  ადგილას  1  საათი.  დრო  რომ  გავა  ჩავამატოთ   დარჩენილი  რძე,   2  სკ  შაქარი,  1/4  ჩკ  მარილი,  ვანილი,  2  კვერცხი,  60  გრ  დამდნარი  კარაქი,  დარჩენილი  250  გრ  ფქვილი  და  მოვზილოთ  ცომი   მანამ სანამ  პრიალა  არ  გახდება.  შევინახოთ  მაცივარში  2  საათი.

2.  გულსართი:

გარეცხილი ჟოლო  ჩავყაროთ  ბლენდერში  შაქართან  ერთად  და  2-3ჯერ  დავატრიალოთ,  ვუყოთ  ფორთოხლის  ან ლიმონის  ცედრა  და  მიღებული  მასა  შემოვდგათ  ცეცხლზე, თან  ვურიოთ,  სანამ  არ  გასქელდება.

3.  მომზადება:

გამოიღეთ  ცომი  მაცივრიდან,  გააბრტყელეთ  ფქვილმოყრილ  ზედაპირზე,  ჩაუდეთ  გულსართი  და  გადაკეცეთ  ისე,  როგორც  სურათებშია  ნაჩვენები.

4.  ფუნთუშები  გამოაცხვეთ  210  გრადუსზე  გახურებულ  ღუმელში.  გაგრილებულს   მოაყარეთ  შაქრის  პუდრი.
ტეგები:
ფუნთუშა დესერტი ფქვილი ჟოლო ნანახია: 9037