1. გარეცხლი ბადრიჯანი გაჭარით შუაზე, ჩაყარეთ მდუღარე, მარილიან წყალში და გააჩერეთ 15 წუთი. გადაიტანეთ თუშფალანგზე და გააგრილეთ. გარილებულს ფრთხილად ამოაცალეთ გული.2. გულსართისთვის ხაჭოს შეურიეთ გახეხილი ყველი, ოხრახუში, რეჰანი, ნიორი, კვერცხი, მარილი და წიწაკა.3. დააწყვეთ ბადრიჯნები ცხიმწასმულ საცხობ სინზე და ამოავსეთ გულსართით. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ არ მოიბრაწება.გემრიელად მიირთვით!