დაჭერით ყაბაყი სიგრძეზე, ჩაყარეთ ადუღებულ, მარილიან წყალში და ხარშეთ 5 წუთი. ამოალაგეთ თუშფალანგზე და დააცადეთ კარგად დაიწუროს.2 სკ ფრანგულ მდოგვს შეურიეთ 2 სკ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ოხრახუში და კამა, 4-5 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, ძმარი, მარილი, წიწაკა და მომზადებული მარინადით კარგად შეაზავეთ ყაბაყი. ჭურჭელს დააფარეთ თავი და შედგით მაცივარში 2-3 საათით.სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.