1. ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, ჩაამატეთ ხორცის ფარში და დატოვეთ ცეცხლზე სანამ ხორცი მზად იქნება, თან ხშირად ურიეთ. დაამატეთ დაჭრილი ყაბაყი, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა და დააფარეთ თავსახური.2. 4-5 წუთის შემდეგ ჩაამატეთ გახეხილი პომიდორი, დაჭრილი ნიორი, კარგად ამოურიეთ და დატოვეთ კიდევ 3-4 წუთი.3. წვრილად დაჭერით ქინძი, ოხრახუში და რეჰანი, დაუმატეთ თქვენს კერძს. უყავით მარილი და დაფქული წითელი წიწაკა, კარგად ამოურიეთ და 2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.