ყველაზე ცხარე აჯიკა სუნელებით
ყველაზე ცხარე აჯიკა სუნელებით
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ბევრჯერ  ნაცადი  უგემრიელესი  რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • წითელი ბულგარული წიწაკა - 5 კგ
  • მწარე წითელი წიწაკა - 1 კგ
  • ნიორი - 500 გრ
  • ტომატის პასტა - 800 - 1000 გრ
  • უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი - 3-3 სკ
  • ზეთი - 200 მლ
  • ძმარი - 250 მლ
  • მარილი - 5-6 სკ ნ
მომზადების წესები

1. კარგად გარეცხეთ წითელი ბულგარული და მწარე, წითელი წიწაკები. შეამშრალეთ, მოაჭერით ყუნწები, ამოაცალეთ თესლი და გაატარეთ ხორცსაკეპში ნიორთან ერთად.

2. მომზადებულ მასაში ჩაამატეთ 800 გრ სქელი ტომატის პასტა, 3 სკ უცხო სუნელი, 3 სკ ყვითელი ყვავილი, 3 სკ  ხმელი ქინძი,  მარილი, 250 მლ ძმარი, 200  მლ ზეთი, კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს, თუ შესანახად გააკეთებთ აუცილებლად უყავით ასპირინი კილოზე თითო აბი და გააჩერეთ ჯამში 2-3 დღე. თუკი მოგეჩვენებათ რომ მარილი აკლია, არ ჩაამატოთ იმავე დღეს, დაელოდეთ და მხოლოდ მეორე დღეს ჩაამატეთ, რათა კარგად მოესწროს ყველაფრის გაჯერება.