ბადრიჯანი დავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ხახვთან ერთად მოვშუშოთ ზეთში. მოშუშულ ბადრიჯანს დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და კურკუმა. ბოსტნეული 3-4 წუთი ვშუშოთ. სტაფილო როცა მზად იქნება, ჩავამატოთ სოკო, ხოლო 3 წუთის შემდეგ მწვანილი და სანელებლები. კერძი კიდევ რამდენიმე წუთი ვშუშოთ, მივირთვათ ბრინჯის გარნირთან ერთად.