1. გარეცხეთ მწიფე ალუბლები და ამოაცალეთ კურკა. 2. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, თითო-თითოდ შეათქვიფეთ კვერცხი, ჩაასხით არაჟანი სოდით, ჩაყარეთ ვანილი, მარილი და ფქვილი.3. მომზადებული ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში, თავზე მოაწყვეთ ალუბალი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.4. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.