მსხვილ სახეხზე გახეხეთ კომბოსტო, სტაფილო და ბულგარული წიწაკა. მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი, შავი წიწაკა, მოასხით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.