უგემრიელესი ბეზეს დესერტი
უგემრიელესი ბეზეს დესერტი
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უმარტივესი  საზაფხულო  დესერტი, რომლითაც   ყველას  აღაფრთოვანებთ.

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა - 6 ცალი
  • შაქარი - 1,5 ჭიქა
  • კაკაო - 3 სკ
  • შავი შოკოლადი - 80 გრ
  • წითელი ღვინის ძმარი - 1 სკ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • მარილი - 1/4 ჩკ
კრემისთვის
  • ფქვილი - 0,5
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • წყალი, მდუღარე - 500 მლ
  • ვანილი - 2 შეკვრა
  • მარილი - კოვზის წვერით
  • კარაქი - 120 გრ
  • კონიაკი - 2 სკ
მოსართავად
  • ჟოლო
  • გახეხილი შოკოლადი
მომზადების წესები
1.  ათქვიფეთ  კვერცხის  ცილა,  სანამ  ღრუბელივით  მასას  მიიღებთ,  ძალიან  ნელ-ნელა  ჩააყარეთ  შაქარი  და  გააგრძელეთ  თქვეფა  კიდევ  10  წუთი.  ჩაამატეთ  წვრილად  დაფხვნილი  შოკოლადის  ფილა,  კაკაო,  ძმარი, ვანილი, მარილი  და  კოვზით  ნაზად  ამოურიეთ.

2.  საცხობ  სინზე  დააფინეთ  ქაღალდი,  წაუსვით  ცხიმი,  მოაყარეთ  ფქვილი  და  დაასხით  მომზადებული  ბეზე,  ოღონდ  მიეცით  ოვალური  ფორმა.  გამოაცხვეთ  150  გრადუსზე  დაახლოებით  1 სთ  და  15  წთ.

3.  კრემი:  ფქვილი,  შაქარი,  მარილი  და  ვანილი  კარგად  აურიეთ  ერთმანეთს,  დაასხით  მდუღარე  წყალი,  შემოდგიტ  ცეცხლზე  და  მიიყვანეთ  ადუღებამდე,  თან  ურიეთ. რომ  გასქელდება  და  დუღილს  დაიწყებს  დატოვეთ  ცეცხლზე  3  წუთი.  გადმოდგიტ  და  კარგად  გააცივეთ.  მიქსერით  კარგად  ამოიყვანეთ  კარაქი  და  შეურიეთ  გაცივებულ  ფაფას,  ჩაასხით  კონიაკი  და  უყავით  ვანილი.

4.  მომზადება:  გამომცხვარ  ბეზეს  მოაცილეთ  ქაღალდი,  ზემოდან  სქელ  ფენად  წაუსვით  კრემი,  მოაყარეთ  გარეცხილი  ჟოლო  და  გახეხილი  შოკოლადი,  გააცივეთ  და  გემრიელად  მიირთვით.
ტეგები:
კრემი დესერტი ბეზე ჟოლო ნანახია: 11459