1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, მარილი, შაქარი და დადგით 5-10 წუთი. ფქვილი დაყარეთ გროვად, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით ამ ღრმულში მომზადებული საფუარი და მოზილეთ ცომი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაასხით ზეთი და კარგად კიდევ ერთხელ გადაზილეთ. შეფუთეთ და დადგით ასაფუებლად. 2. გახეხეთ ყველი, დაასხით რძე ან არაჟანი, ოღონდ ძალიან არ გაათხელოთ. 3. ცომი რომ აფუვდება, ამოქენით გუნდები და დააწყვეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. 10 წუთის შემდეგ გააბრტყელეთ გუნდები, ჩაუდეთ გულში ყველი, ყველს მოაყარეთ ფქვილი და შეუკარით თავი. გააბრტყელეთ ორივე მხრიდან და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ან ტაფაზე. გამომცხვარს თავზე მოუსვით კარაქი.