შემწვარი ღორის ხორცი სოკოს არომატით
შემწვარი ღორის ხორცი სოკოს არომატით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი - 500 გრ
  • სოკოს ბულიონი - 0,5 ჭიქა
  • გახეხილი ყველი - 2 სკ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ 2-3 ს.კ. ლიმონის წვენი.
2 საათის შემდეგ სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და მაღალ ტემპერატურაზე 2-3 წუთის განმავლობაში შევწვათ.
დავასხათ სოკოს ბულიონი, ცეცხლს დავუწიოთ და დავახუროთ სახურავი.
როცა წვენი დაშრება, ცეცხლს ავუწიოთ და ხორცი შევაწითლოთ.
სალათის ფოთლები დავაწყოთ თეფშზე, ზედ დავაწყოთ დაჭრილი პამიდვრები, მოვასხათ ლიმონის წვენი და გვერდით მოვუწყოთ ხორცის ნაჭრები.
ხორცსა და ბოსტნეულს მოვაყაროთ ყველი და ხახვი.

ტეგები:
ხორცი სოკო მწვადი ნანახია: 4378