დარბილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, შესქელებული რძე, დავასხათ ლიმონის წვენში არეული სოდა. დარიჩინი, ფქვილი, შოკოლადი და თხილი ავურიოთ და ხის კოვზით შევაზილოთ ცომს. ცალკე კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ხის კოვზით ფრთხილად შევურიოთ დანარჩენ მასას. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.რჩევაკექსს შეგვიძლია გავუკეთოთ შოკოლადის, ყავის ან თეთრი მინანქარი, შეგვიძლია ასევე ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი.