დარიჩინის კექსი
დარიჩინის კექსი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი  კექსის  რეცეპტი  ფოტო  ინსტრუქციით.

ინგრედიენტები

  • დარიჩინი - 2 ჩკ
  • გახეხილი შოკოლადი - 2 სკ
  • ლიმონის წვენი - 1 ჩკ
  • სოდა - 0,5 ჩკ
  • ფქვილი - 250 გრ
  • შაქარი - 200 გრ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შესქელებული რძე - 4 სკ
  • კარაქი - 150 გრ
  • დაფქული თხილი - 2 სკ
მომზადების წესები
დარბილებული კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, შესქელებული რძე, დავასხათ ლიმონის წვენში არეული სოდა. დარიჩინი, ფქვილი, შოკოლადი და თხილი ავურიოთ და ხის კოვზით შევაზილოთ ცომს. ცალკე კარგად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ხის კოვზით ფრთხილად შევურიოთ დანარჩენ მასას. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.
რჩევა
კექსს შეგვიძლია გავუკეთოთ შოკოლადის, ყავის ან თეთრი მინანქარი, შეგვიძლია ასევე ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი.