1. კუბიკებად დაჭერით უცხიმო საქონლის ხორცი, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და წითელი წიწაკა, დააფარეთ ჭურჭელს თავი და დადგით 30 წუთი.2. დრო რომ გავა, მოათავსეთ ხორცი ცხელ ზეთიან ტაფაზე და შებრაწეთ ყველა მხრიდან 3 წუთის მანძილზე, მოაყარეთ ზემოდან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ნიორი, გრძლად დაჭრილი ბულგარული წიწაკები, დააფარეთ თავი და დატოვეთ ცეცეხლზე კიდევ 3 წუთი. მოასხით ტომატის პასტა, ნახარში ან წყალი და წამოადუღეთ. შეაზავეთ მარილით, წიწაკით, უცხო სუნელით და ყვითელი ყვავილით.3. მომზადებული მასა გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, კარგად დააფარეთ თავზე ფოლგა და შედგით 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 2 საათი. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.