1. ბისკვიტი: მიქსერით ამოვიყვანოთ 6 კვერცხის გული და 80 გრ შაქარი.ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 6 კვერცხის ცილა, სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 80 გრ შაქარი. შევურიოთ ორივე ერთმანეთს ნაზად, ხელის სათქვეფით. ჩავასხათ 1 ჩკ სოდის და ძმრის ნარევი, ჩავაყაროთ ფქვილი, კაკაო, მარილი, ვანილი და ჩავასხათ დამდნარი, ოთახის ტემპერატურაზე გაცივებული კარაქი. მიღებული ცომი ჩავასხათ 20-22 დიამეტრის ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.2. კრემი: კცერცხის გულს შევურიოთ ჯერ 40 მლ წყალი, შემდეგ კი შესქელებული რძე, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, არ შევწყვიტოთ მორევა ისე მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ და კარგად გავაცივოთ.მიქსერით კარგად ამოვიყვანოთ კარაქი. თითო-თითო კოვზობით შევურიოთ მომზადებული შესქელებული რძე, კაკაო და ვანილი.3. მომზადება: ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად, თანაბრად გავანაწილოთ კრემი 2 ფენაზე და გვერდებზე, ხოლო ზედა ფენას მოვასხათ დამდნარი შოკოლადი ან მინანქარი.4. მინანქარი: 3 სკ კაკო და 1 ჭიქა შაქარი შეურიეთ ერთმანეთს, ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი 100 გრ კარაქი, ჩაასხით 4 სკ რძე და რევა-რევით მიიყვანეთ ადუღებამდე, დატოვეთ ცეცხლზე 1-2 წუთი და გადმოდგით.