1. ბლენდერით დააფქვიეთ "პეჩენიები", შეურიეთ კაკაო. გახსენით შაქარი თბილ წყალში და დაასხით პეჩენიებს, თან ურიეთ რომ მიიღოთ თითქმის ერთგვაროვანი მასა.2. ათქვიფეთ კარაქი, შეურიეთ შესქელებული რძე, ვანილი და ქოქოსის ფანტელი.3. საკონდიტრო ცელოფანზე მოათავსეთ "პეჩენიის" მასა, გააბრტყელეთ, ზემოდან წაუსვით ქოქოსის კრემი და ლამაზად გადაახვიეთ.4. შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი.