მინი კექსები ჯემით
მინი კექსები ჯემით
დრო 40წთ
ულუფა 10
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მანანის ბურღული - 1 ჭ
  • მაწონი - 1 ჭ
  • კვერცხი - 3
  • ძმარი - 1 ს.კ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • შაქარი - 1 ჭ
  • კარაქი - 125 გ
  • ფქვილი - 1 ჭ
  • ჯემი, ნებისმიერი - 150 გ
მომზადების წესები

კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები და შემდეგ ცალკე კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა, სოდა ძმრით, მაწონი, ვანილი, მანანის ბურღული და ფქვილი.

ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის.

ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ პატარა ფორმებში ჩავდოთ ცომის ნაწილი, დავამატოთ ცოტა ჯემი და შემდეგ კვლავ ცომი.

180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. ხის ჩხირით გავსინჯოთ ნამცხვრის გული და თუ ნამცეცები არ ამოყვა, ესეიგი მზადაა.

ტეგები:
კექსი მანანის ბურღული ჯემი ნანახია: 37055