1. გარეცხეთ და მოხარშეთ 3 სკ ბრინჯი. 2. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში. 3. 1 ქილა მაწონში გათქვიფეთ 1 ც კვერცხი, ჩაასხით 500 მლ წყალი, მოურიეთ და საშუალო ცეცხლზე, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ ადუღებამდე. 4. როგორც კი დუღილს დაიწყებს, ჩააყარეთ მოშუშული ხახვი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, დაჭრილი ქინძი და კამა (7-7 ღერი დაახლეობით), ნიორი, მოურიეთ და ჩაახალეთ 5-6 ც კვერცხი მთელ-მთელად. 5. გამორთეთ ცეცხლი, როცა კვერცხი თქვენთვის სასურველ დონეზე მოიხარშება.