მაწვნის სუპი - გემრიელი და სასარგებლო წვნიანი
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაწონი - 500 გრ
  • წყალი - 500 მლ
  • ბრინჯი - 3 სკ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • კარაქი - 30 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • კამა და ქინძი - 7-7 ღერი
  • მარილი - გემოვნებით
  • ჩაახალეთ 5-6 კვერცხი
მომზადების წესები
1.  გარეცხეთ  და   მოხარშეთ  3  სკ  ბრინჯი.

2.  წვრილად  დაჭრილი  ხახვი  მოშუშეთ  კარაქში.

3.  1  ქილა  მაწონში   გათქვიფეთ  1 ც  კვერცხი,  ჩაასხით  500 მლ  წყალი,  მოურიეთ  და  საშუალო  ცეცხლზე,  ისე  რომ  არ  შეწყვიტოთ  მორევა,  მიიყვანეთ  ადუღებამდე.

4.  როგორც  კი  დუღილს  დაიწყებს  ჩააყარეთ  მოშუშული  ხახვი,  მოხარშული  ბრინჯი,  უყავით  მარილი,  დაჭრილი  ქინძი, კამა,  ნიორი,  მოურიეთ  და  ჩაახალეთ  კვერცხი  მთელ-მთელად.

5.   გამორთეთ  ცეცხლი  როცა  კვერცხი  თქვენთვის  სასურველ  დონეზე  მოიხარშება.
ტეგები:
წვნიანი კვერცხი ბრინჯი მაწონი ნანახია: 124355