ბრაუნი - დაუვიწყარი დესერტი
ბრაუნი - დაუვიწყარი დესერტი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • არაჟანი - 500 გრ
  • სოდა - 1 ჩკ
  • კარაქი - 200 გრ
  • ფქვილი - 2,5 ჭიქა
  • თხილი - 1 ჭიქა
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • მარილი - 1/4 ჩკ
ნაყინი
  • ვანილის ნაყინი
შოკოლადი
  • შოკოლადი - 1 ფილა
  • რძე - 4 სკ
  • კარაქი - 10 გრ
მომზადების წესები

1.  4 კვერცხი  და  2  ჭიქა  შაქარი  კარგად  ათქვიფეთ,  ჩაასხით  არაჟანი  1  ჩკ  სოდით,  გამდნარი  კარაქი,  ჩაყარეთ  2  სკ  კაკაო, დაჭრილი  ნიგოზი  ან  თხილი, მარილი, ვანილი  და  2,5  ჭიქა  ფქვილი.  ჩაასხით  ცომი  ცხიმწასმულ  ფორმაში  და  გამოაცხვეთ  ჯერ  200  გრადუსზე  გახურებულ  ღუმელში  10  წუთი,  შემდეგ  კი  180  გრადუსზე  სანამ  მზად  არ  იქნება.  გამოდგით  და  გააგრილეთ.

2.  გაგრილებული  ბისკვიტი  დაჭერით  ოთხკუთხედებად.  თავზე  დაადეთ  ნაყინი  და  მოასხით  გამდნარი, გაცივებული  შოკოლადი.  შეგიძლიათ  მორთოთ  ნაღებით.

3.  შოკოლადი:  1  ფილა  შოკოლადი დატეხეთ  წვრილად,  დაასხით  4  სკ  რძე, ჩაამატეთ  10  გრ  კარაქი   და  ორთქლის  აბაზანაზე  წამოადუღეთ.

2 ბრაუნი ნაყინით და 2 ფინჯანი ჩაი 53 %-იანი ფასდაკლებით მიირთვით ENGLISH TEA HOUSE-ის მარჯანიშვილის ფილიალში!