კვერცხის გულები დ შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ დამდნარი კარაქი, სოდაარეული მაწონი და ნუში, შემდეგ იმდენი ფქვილი შევაზილოთ, რომ მივიღოთ წელვადი, ნაზი ცომი, რომელიც ხელზე არ გვეკრობა. ცომი შეგვიძლია გავაბრტყელოთ და ჭიქით ამოვჭრათ ან თანაბარი ზომის ბურთულებად დავყოთ, სასურველი ფორმა მივცეთ, დავაწყოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. მზა ნამცხვარი ამოვავლოთ შოკოლადის მინანქარში.