ჟოლოს ნამცხვარი - გემრიელი საუზმე
ჟოლოს ნამცხვარი - გემრიელი საუზმე
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - გულსართისთვის გემოვნებით
  • ჟოლო - 300 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • რძე - 50 მლ
  • კარაქი - 60 გრ
  • ვანილი - 1შეკვრა
  • გამაფხვიერებელი - 1 სკ
  • ფქვილი - 250გრ
  • შაქარი - 4 სკ
მომზადების წესები
1.  შეურიეთ  ერთმანეთს  ფქვილი, გამასხვიერებელი, ვანილი  და  შაქარი.  მიქსერით  შეათქვიფეთ  კარაქი, რძე  და  კვერცხი.  მიღებული  ცომი  გადაიტანეთ  სამუშაო  დაფაზე  და  დაამუშავეთ  2-3  წუთი.  შეახვიეთ  ცელოფანში  და  შედგით  მაცივარში  1  საათით.

2.  სანამ  ცომი  ცივდება,  გარეცხილ  ჟოლოს დააყარეთ  შაქარი,  კარგად  ამოურიეთ  და  დადგით.

3.  გამოღეთ  ცომი  მაცივრიდან  და  გააბრტყელეთ.  დაჭერით  და  მიეცით  ოვალური  ფორმები,  ჩაუდეთ  მომზადებული  ჟოლო  და  გადაკეცეთ  ისე  როგორც  სურათშია  ნაჩვენები.   წაუსვით  ზემოდან  შერეული  კვერცხი  და  რძე, გააჩერეთ  30  წუთი  და  გამოაცხვეთ  220  გრადუსზე  გახურებულ  ღუმელში.