1. დარბილებული კარაქი და შაქარი მიქსერით შეურიეთ ერთმანეთს. ჩაამატეთ ფქვილი და კაკაო. მიიღებთ ფხვიერ ცომს.2. ხაჭოს შეურიეთ დარჩენილი შაქარი, კვერცხი, არაჟანი და ვანილი. თქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, შემდეგ დაამატეთ კრახმალი.3. ცომის ნახევარი კარგად მოასწორეთ ცხიმწასმულ, ქაღალდიან საცხობ ფორმაში. ზემოდან გაანაწილეთ მომზადებული ხაჭოს გულსართი და ბოლოს დარჩენილი ცომი.4. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთი.გემრიელად მიირთვით!